„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 6, 000-მდე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. 2024 წელს შევსებულ დეკლარაციებში 2023 წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრებია მითითებული, საიდანაც ირკვევა:
2024 წელს 308-მა თანამდებობის პირმა აღნიშნა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღება, ჯამში, 22 მლნ ლარის ოდენობით.
ნაღდი ფულის სახით 16 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად მიიღეს ასევე 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6 იარაღი.
საჩუქრების 72% (16 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს.































































