თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შემთხვევა ახმეტაში მოხდა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევა ახმეტაში, ე.წ. წყაროების ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მოკლულიც და სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქისტაურის მკვიდრნი არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო.
მომხდარის მიზეზებს პოლიცია სწავლობს. მიმდინარეობს გამოძიება.


































































