ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მეკარე თათია გაბუნია დაუბრუნდა. თათიამ ბოლო სეზონი თბილისის კვარტალში გაატარა.
თათია ჩოხატაურელია. 14 წლის იყო, როცა სერიოზულად გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში. მანამდე სტადიონზე ბიჭებთან ერთად თამაშობდა. სწორედ მაშინ შეამჩნიეს, საიდანაც მოხვდა “ლანჩხუთში“, შემდეგ კი _ საქართველოს ნაკრებში.
თათიას თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი „ლანჩხუთში“ აქვს გატარებული, მცირე ხნით, ასევე, თამაშობდა თურქულ AMED SKF-ში.
თათიამ სახელი გაითქვა ჩემპიონთა ლიგაზე, როცა შვედურ „როზენგარდთან“ გამართულ ორ შეხვედრაში 39 „სეივი“ დააგროვა. 2020 წელს, „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ჯგუფური ეტაპიდან გააღწია.