“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის საკრებულოს წევრმა თათია ნიკოლაშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს სიტყვით მიმართა.
” მე ვარ საქართველოდან, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ყავს ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი, რომელმაც ტყვედ აიყვანა ტერორისტულ რუსეთთან მებრძოლი ქვეყნის პრეზიდენტი. ჩვენ, საქართველოს მოქალქეები მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ ცივილიზებული, გამარჯვებული სამყაროს ნაწილი, ” – თქვა თათია ნიკოლაიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.
წყარო: მთავარი არხი