“ლევან ხაბეიშვილი სიტყვის გამო არის დაკავებული და ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა. 4 ოქტომბერს რუსთაველზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და გავიმარჯვოთ,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა, ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ბესო ქათამაძესთან ერთად ჩოხატაურში 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მოსაწვევები დაარიგა;
“ლევან ხაბეიშვილის მშობლიურ ჩოხატაურში, ნამდვილად ის განწყობებია, რომელიც ახლა არის მთელ საქართველოში.
13 წლის მანძილზე ივანიშვილმა პირველად აღიარა მარცხი, ქართველ ხალხთან და ლევან ხაბეიშვილთან, მისი დაჭერით. სიტყვის გამო არის ეს ადამიანი დაკავებული და ახლა არის ჯერი ქართველ ხალხზე, ერთად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი რუსთაველზე და ერთად უნდა გავიმარჯვოთ, 4 -ში 16:00 საათზე, გელოდებით ყველას, მთელი საქართველოდან.” – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
ბესო ქათამაძის განცხადებით:
“მოვიარეთ ჩოხატაური, ხალხში არის ნამდვილი ცვლილებების ძალა, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, ერთი ფულიანი მოხუცი კაცი, დაინახავს და იგრძნობს, ქართველი ხალხის, გამოღვიძებული ადამიანების ერთ მუშტად შეკრულ ნამდვილ ძალას, რათა გაუშვას ეს ერთი, კრიმინალში, კორუფციაში ჩაფლული, რუსი კაცი იქ საიდანაც მოვიდა. საქართველოს გამარჯვებისთვის 4 ოქტომბერს ველოდებით ყველას რუსთაველზე.” – განაცხადა ბესო ქათამაძემ.




































































