ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. “დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი სხდომაზე მეგაფონით მივიდა. მან 2 წუთი ითხოვა სიტყვისთვის, რასაც “ქართული ოცნების” წევრების უკმაყოფილება მოჰყვა.
_ მაშინ გამოვიყენებ ამ მეგაფონს, _ თქვა ნიკოლაშვილმა, რაზეც ” ოცნების” წევრებმა უპასუხეს, რომ “ომის პარტიას არ აქვს უფლება ილაპარაკოს”.
თათია ნიკოლაშვილმა წარმოადგინა დაზიანებული გზების ფოტოები. ასევე, სახლების ფოტოები, სადაც ჭერი არ აქვთ ადამიანებს.
ურთიერთშეურაცხმყოფელი შეძახილების, ყვირილისა და ჩხუბის შემდეგ “ნაციონალმა” დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.