BBC-ის ინფორმაციით, პარიზის ცენტრალურ ქუჩაზე დანით და ჩაქუჩით თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა და ორი დაშავდა.
როგორც ცნობილია, თავდასხმა მოხდა Quai de Grenelle-ზე, ეიფელის კოშკთან, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 26 წლის საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს და ანტიტერორისტულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებული ნასამართლევია 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის. გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მას ფსიქიატრიული აშლილობა ჰქონდა.
როგორც მან პოლიციას განუცხადა, „შეწუხებული იყო ამდენი მუსლიმის სიკვდილით პალესტინაში და აღელვებული – ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებით“.
აგრეთვე, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მოკლული მამაკაცი გერმანიის მოქალაქე იყო.