პარტია “გახარია_ საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან გოგიჩაიშვილს, მეტროსადგურში 20-მდე პირი დაესხა თავს.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, გოგიჩაიშვილს, რომელიც ერთ-ერთ მედიასაშუალებაში მიდიოდა სტუმრად და თან მეუღლეც ახლდა, “ქართული ოცნების“ დროშებიანმა აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც თავად ლევან გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “პირველთან“ ამბობს, თავდამსხმელებს, შეძლებისდაგვარად, საკადრისი პასუხი გასცა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს ძალადობა “იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გახარიასა და მისი გუნდის წევრების მიმართ გაცხადებულ მუქარას, პოლიტიკოსი დაეთანხმა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ტელეეთერში გახარიას “გარეწარი“ უწოდა და გასამართლებით დაემუქრა: “ამ გარეწარს და მასთან ერთად რომ დგანან, მათ გასამართლება მოუწევთ. თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და როგორ ეხმარებოდა “ნაციონალურ მოძრაობის” მოყვანას და რა კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყანა ომში უნდა ჩართონ, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. გახარიასაც და მისი პარტიის წევრებსაც მოუწევთ გასამართლება. ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და ამას მიიღებენ კიდეც”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილი ამ დროისთვის პოლიციში ჩვენებას აძლევს.