თუ ისრაელის მხრიდან მნიშვნელოვანი თავდასხმა მოხდება, დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ,_ ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
პარასკევს NBC News-თან ინტერვიუში, ამირაბდოლაჰიანმა თქვა, რომ თუ ისრაელი იმოქმედებს ირანის ინტერესების წინააღმდეგ, მისი ქვეყნის პასუხი იქნება მყისიერი.
გარდა ამისა, ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ მინი უპილოტო საფრენი აპარატები, რომელიც გუშინ ირანის მიმართულებით გაუშვეს „სათამაშოებივით იყო, რომლითაც მათი ბავშვები თამაშობენ“.