თბილისის მერობისთვის ნიგერიელი ბიზნესმენი იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ იბრძოლებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერად მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა.
როგორც ცნობიალია, ნიგერიელი ბიზნესმენი საქართველოში რამდენიმე წელია ცხოვრობს. ის თეოლოგია, ასევე დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას და ცდილობს, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს.
ჰყავს ქართველი მეუღლე და კარგად ფლობს ქართულ ენას.