საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა კომპანია IPSOS- მა „მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა. გამოკითხულებმა უპასუხეს კითხვაზე: ვის მისცემდით ხმას თბილისში, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს?
გამოკითხვამ ასეთი შედეგები აჩვენა:
- კახი კალაძე – 41%
- ნიკა მელია – 36%
- გიორგი გახარია – 13%
- ანა დოლიძე – 4%
- ანა ბიბილაშვილი – 2%
- დანარჩენი კანდიდატები – 4%
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ეს არის, ე.წ. ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები, ანუ მასში ასახულია იმ რესპონდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას.
“მთავარი არხის” თანახმად, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21-25 სექტემბრის პერიოდში.
მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.
[sexy_author_bio]