თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დეპარტამენტის ოქმის წაკითხვისას აღნიშნა, სააკაშვილმა სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.