თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოში იმყოფებიან მსახიობები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ქაჯაიას გულშემატკივრობენ.
ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. ბრალდების მტკიცებით, ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
ფოტო: IPN