რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჯამში, 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან აღარ შესრულდება 17 რეისი. რაც შეეხება ბათუმს, გაუქმებულია დღეს დაგეგმილი 4 ფრენა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:
თელ-ავივი – 7 რეისი;
შარჟა – 2 რეისი;
დუბაი – 3 რეისი;
დოჰა – 3 რეისი;
აბუ-დაბი – 1 რეისი;
ქუვეითი – 1 რეისი;
ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 4 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით.



























































