დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, 19:00 საათზე, მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
19:00 საათზე კი, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია არის დაგეგმილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც.
21:00 საათზე, ცისფერი გალერეის წინ საჯარო დისკუსია “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები” შედგება.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები გაიმართება ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში.
კერძოდ, საპროტესტო აქცია 19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება ქუთაისის მერიასთან. ამავე დროს არის დაგეგმილი აქცია „სამშობლოს სამსახურში!“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. აქცია გაიმართება ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებამდე“.
15:00 საათზე დაიწყება „უწყვეტი პროტესტი თელავში!“.
18:00 საათზე კი ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან მოწოდებით – „არა რუსულ რეჟიმს!“.