თბილისისში, წერეთლის გამგზირზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 308 ნომერ ავტობუსში მოხდა და დაჭრილია 70 წლის მამაკაცი.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაჭრილ მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული და ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.