თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფე “ლინვილის” სახურავი ჩამოინგრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე დაწესებულების პერსონალი და სტუმრები იმყოფებოდნენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რუსთავის 2-ს” განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.