„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
დაღუპულის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
































































