თბილისში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ისანში მოხდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
როგორც “რუსთავი 2-ს” შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.