თბილისში, საბურთალოზე ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
როგორც “რუსთავი 2-ს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



































































