თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია 47 წლის მამაკაცი. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს მოძრავი მანქანიდან ესროლეს. მოტივზე არ საუბრობენ.
დაშავებული ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში მეზობელმა გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მას ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის შეფასებით, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა. გამოძიება 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
წყარო: rustavi2