სათემო ორგანიზაცია “მანდალამ” თბილისში, უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში, ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს 100-ზე მეტი ნიმუში დატესტა.
ტესტის შედეგად ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება ფენტანილი, რომელიც უკიდურესად საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი რამ მათი 5-წლიანი საქმიანობის განმავლობაში არ უნახავთ.