თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
როგორც “ფორმულას” რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.
თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი “ფორმულადან” იყო. ნაცემია “ფორმულას” 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.
წყარო: formulanews