საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, როცა მან გვაუწყა, რომ, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე აჩერებს, სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავენ.
ერთ-ერთი აქცია ახლა ქალაქ თბილისში „ქართული ოცნების“ შენობის წინ დაიწყო. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციელები.
სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მსგავსი ტიპის გამოსვლები ბათუმსა და ქუთაისში რამდენიმე წუთში დაიწყება.