ვაზისუბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გამოირთო. ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნათია გელაშვილის თქმით, მიზეზი მოკლე ჩართვაა – უბანზე ელექტრო გამათბობელი ჩართეს.
ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, რომელიც უბანთან მივიდა, მომხდარი დივერსიად შეაფასა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
“ხდება ძველი ბიჭების მობილიზაცია იმ უბნებთან, სადაც აქრობენ შუქს. გაიგეთ, კანონიერო ქურდებო, ვითომ ძველო ბიჭებო და კრიმინალებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში”. – განაცხადა ნიკა მელიამ.
ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე, რომელიც უბანზე დამკვირვებლად იმყოფება, ამბობს, რომ ყოველთვის, როცა საარჩევნო დღე დასრულებისკენ მიდის, უბნებზე მსგავსი შემთხვევები ხდება.
ადგილზე მივიდა ქართული ოცნების წევრი, ბექა დავითულიანიც, რომელმაც ნიკა მელიას პროვოკატორი უწოდა.
ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მიმართ იგინებოდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა. რომლის დროსაც ნიკა მელიას ხელი დაარტყეს.
ამ დროისთვის დაკავებული არის რამდენიმე პირი.
ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცედურა შეჩერებულია. ინციდენტი ამ დრომდე არ არის ამოწურული.
[sexy_author_bio]