თბილისში კანცელარიასთან უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გასაპროტესებლად, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში არ ჩაერთვება, აქცია მიმდინარეობს.
“დღეს ამ აქციის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები უკრაინის მიმართ, ირაკლი ღარიბაშვილი და ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეებს არ წარმოადგენენ, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ საუკეთესოდ ვიცით, რას ნიშნავს რუსული აგრესია, რუსული ოკუპაცია, რუსული ომი, რუსული ტანკი საკუთარ მიწაზე, ასე რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები უკრაინის მიმართ და პრორუსული ხელისუფლებისგან მოვითხოვთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა დღეს ღარიბაშვილმა ნათლად გვითხრა, რომ ის არ აპირებს არაფრის გაკეთებას და ამიტომ ჩვენი მესიჯი ღარიბაშვილისადმი არის ერთი – იდი ნა *** ირაკლი ღარიბაშვილო” – ამბობს აქტივისტი ნოდარ რუხაძე.
წყარო: formulanews