დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი გრაფიკოსებსა და ანიმატორებს თხოვნით მიმართავს. ორგანიზაციას სურა მათი დახმარებით შოვის სტიქიის წარმოქმნის აღდგენა და ანიმაციის შექმნა.
,,ჩემო ძვირფასებო, ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი მიმართავს თხოვნით გრაფიკოსებს და ანიმატორებს. გვსურს, ხალხისათვის გასაგებ ენაზე შევქმნათ გრაფიკული ანიმაცია შოვში, მყინვარზე განვითარებული მოვლენების. გვაქვს, ლამის წამების სიზუსტით გლოფის(გლაციალური ღვარცოფის) ყველა ეტაპის აღწერა, რომელსაც ანიმაციური ფილმის სახე გვინდა მივცეთ. ძვირია, დიდ თანხას ვერ გადაგიხდით. ველოდებით მოხალისეებს, შესაბამის კომპანიებს, დამოუკიდებელ გრაფიკოსებს, ვინც დაგვეხმარება ეს საქმე გავაკეთოთ.
რთულია სამეცნიერო ტექსტი და სურათები(დღეების განმავლობაში ვიჯექით ჩვენ თავად, სწორი ანალიზი რომ გაგვეკეთრბინა), მარტივი აღსაქმელი იქნება ანიმაციური ფილმი.
დიდი მადლობა წინასწარ.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი
P.S. მასალა გვაქვს, ჩვენ მოგაწვდით და თქვენთან ერთად ვიმუშავებთ ყველა დეტალზე.” – წერს სოციალურ ქსელში თეა გოდოლაძე.