კლინიკა „ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ცნობით, 48-ე დღეს თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ჩხაიძემ ინფორმაცია „პუბლიკას” დაუდასტურა.
„მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. ავუხსენით, რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ხანგრძლივობის შიმშილობას “, -თქვა ჩხაიძემ.
წყარო: პუბლიკა
































































