სტამბულში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, კლასიკურ წოლჭიმში, საქართველოს ნაკრების რიგებში იასპარეზა აჭარის ათლეტიზმის რეგიონალური ფედერაციის წევრმა თემურ სამხარაძემ.
120+ კგ. წონით კატეგორიაში სპორტსმენი პირველ ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში დაიკავა პირველი ადგილი.