ჭადრაკში ერთკვირიანი პაექრობა, რომელიც ოზურგეთის პირველობას მიეძღვნა, დღეს დასრულდა. ფინალი ოზურგეთის ჭადრაკის სახლში გაიმართა. ოზურგეთის ჩემპიონი 12 წლის თენგიზ თოიძე გახდაა.
საპრიზო ადგილებზე გიორგი გოგოლაური, გივი სიამაშვილი და ნიკოლოზ ბარამიძე გავიდნენ.
ასპარეზობა წრიული სისტემით წარიმართა და მასში მონაწილეობა 12 ტიტულოვანმა მოჭადრაკემ მიიღო.
თენგიზ თოიძემ ტურნირის მსვლელობისას გურიის ჩემპიონები დაამარცხა და ოზურგეთის ჩემპიონის ტიტული ღირსეულად აიღო.
პრიზიორები, რომლებმაც თავი ოზურგეთის პირველობაზე გამოიჩინეს, დეკემბერში გურიის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
ოზურგეთის სპორტულ – გამაჯანსარებელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და გურიის ჭადრაკის ფედერაციისგან ოთხივე პრიზიორს, დიპლომები, მედლები, ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
საჭადრაკო ღონისძიებას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველი პირები დაესწრნენ.ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება.