გრძელი რიგი იდგა დღეს იტალიის ქალაქ ბარში საარჩევნო უბანთან, სადაც ქართველ ემიგრანტებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ. მათ შორის იყვნენ სამტრედიელი ემიგრანტები, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება თავისუფალ გარემოში შეძლეს.
თეონა ჭანტურია საზღვარგარეთ სამუშაოდ ოჯახის გადასარჩენად რამდენიმე წლის წინ წავიდა.
,, გურია ნიუსი” დაუკავშირდა იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს და რომელთა საერთო განწყობას სამტრედიელი თეონა ჭანტურია გამოხატავს: ,,დღეს მე იტალიის ქალაქ ბარში ჩემი საქართველოს წინაშე ვალი მოვიხადე და ხმა მივეცი ღირსეულ პოლიტიკურ პარტიას. მინდა, გითხრათ, რომ ემიგრანტების უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს. მე მინდა, ჩემს ქვეყანას არ ჰყავდეს საზღვარგარეთ გადახვეწილი მოსახლეობა. მე მინდა ვიცხოვრო, თავისუფალ ევროპულ საქართველოში”.
ავტორი