თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, დონალდ ტრამპის მრჩეველი შესაძლოა, მილიარდერი ილონ მასკი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ტრამპმა და მასკმა გამართეს მოლაპარაკებები მილიარდერისთვის ფორმალური გავლენის მინიჭების გზებზე საზღვრის უსაფრთხოებასა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე. მასკი ბოლო დროს ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მასკი და მილიარდერი ინვესტორი, ნელსონ პელცი აწარმოებენ გავლენის კამპანიას ელიტარულ წრეებში და მათარწმუნებენ, მხარი არ დაუჭირონ მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელახლა არჩევას.
წყაროების თქმით, ტრამპი და მასკი თვეში რამდენჯერმე საუბრობენ ტელეფონზე. „ვოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ილონ მასკმა და დონალდ ტრამპა განიხილეს იმიგრაციის, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების საკითხები, ასევე აშშ-ის კოსმოსური ძალების განვითარება. გამოცემის ინფორმაციით, მათი შეხედულებები და ინტერესები უფრო თანხვედრაშია.