სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის სფეროს შვიდი ახალი მეთოდი დაემატა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეისათვის ლაბორატორიაში შესაძლებელია თევზის ოცამდე დაავადებებზე ჩატარდეს კვლევები.