თიანეთის მუნიციპალიტეტში ნახშირის უკანონო გამოწვის 2 ფაქტი გამოავლინდა,_ ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაურეგისტრირებელი სანახშირეები მოქალაქეებს სოფელ ალოტის მიმდებარე ტყეში ჰქონდათ მოწყობილი.
“მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდარღვევების მიმართ ოქმები ნახშირის წარმოების რეგლამენტის დარღვევისა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის ფაქტებზე შეადგინეს და სანახშირეების დემონტაჟი მოახდინეს.
მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტულია. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით 114 უკანონო სანახშირეა გამოვლენილი. თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერი რეაგირება მოხდა”,_ აცხადებენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში.