თიბისი მსოფლიოში წამყვანი ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანიის, Kong-ის პარტნიორია. ამიერიდან, ამერიკული კომპანია თიბისის API-ეკოსისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩაერთვება და საკუთარ მძლავრ ტექნოლოგიურ რესურსს, ექსპერტულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებისაკენ მიმართავს.
Kong-ის პლატფორმის დანერგვა თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილია. შეთანხმების საფუძველზე, კომპანია თიბისის API Gateway-პლატფორმას შესთავაზებს – ამასთანავე, ახალ პლატფორმაზე მიგრაციისას, Kong-ი თიბისის საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს და API-ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და თანამშრომლების გადამზადების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.
პარტნიორობის შედეგად, თიბისის ციფრული სერვისების მიწოდების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც კომპანიის დეველოპერთა და მომხმარებელთა ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. Kong-ის API-მენეჯერ პლატფორმა მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც თიბისის მიერ კომპანიის მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესათავაზებლად, ასევე ახალი პროდუქტების დასანერგად საჭირო დროის მინიმუმამდე შესამცირებლად. API-მენეჯერი თიბისის გუნდებს შესაძლებლობას მისცემს, პროდუქტები სხვებისგან დამოუკიდებლად, სრულიად დეცენტრალიზებულად მართონ, უფრო ეფექტური და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შექმნან და მათი ყოველდღიურ ცხოვრება კიდევ უფრო გაამარტივონ.
Kong-ი საერთაშორისო ტექ. ბაზარზე წამყვანი ამერიკული კომპანიაა. Kong-ი აწარმოებს, როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე მენეჯერულ სერვისებს, რომლებიც ჭკვიანი ავტომატიზაციის გზით, API-ებს და მიკროსერვისებს – ქლაუდს, Kubernetes-სა და დატაცენტრებს უკავშირებენ. Kong-ის სერვისების დაკავშირების პლატფორმა ციფრულ ინოვაციას შესაძლებელს ხდის – ორგანიზაციებს შეუძლიათ API-ების სრული ციკლი და თანამედროვე არქიტექტურებისთვის საჭირო სერვისები საიმედოდ და დაცულად მართონ.
(R)