“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გააძევეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
სხდომაზე ერთ-ერთ მოქალაქეს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ტელეფონიდან გადაღებული ფოტოსურათი წააშლევინეს, რასაც ბოკუჩავას რეპლიკა მოჰყვა: „ბარემ დაიჭირეთ“. აღნიშნულის შემდეგ მას მოსამართლე შვანგირაძემ უთხრა, ფეხზე ამდგარიყო.
„რუსების დავალებით არ ვმოქმედებ“, – უპასუხა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც მოსამართლემ მას სახელი და გვარის თქმა მოსთხოვა.
„დაგუგლეთ“, – უპასუხა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
„გაძევებული ხართ სასამართლოს უპატივცემლობისა და დაუმორჩილებლობის გამო“, – მიმართა მას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ.
„საქართველო გაიმარჯვებს, თქვენ დაისჯებით!“ – ამ სიტყვებით მიმართა ბოკუჩავამ კვლავ მოსამართლეს და სხდომათა დარბაზი დატოვა.

































































