“ივანიშვილს რაღაც მომენტში მაინც მოუწევს ამ მოთხოვნების – პოლიტპატიმრების შეწყალება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ამიტომ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესები იყოს დაცული,”- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
“ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს და ეს გარდაუვალია, თუმცა აქ საუბარია დროზე, თუ რა დროში მოხდება ეს. ჩვენი სურვილია და კატეგორიულად ვაყენებთ ამ მოთხოვნებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება უპირველეს ყოვლისა და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა მოხდეს უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ აღარცერთი საქართველოს მოქალაქე არ დაზიანდეს, შეურაცხყოფა არ მიაყენონ, არ დააზიანონ, ფიზიკურად არ გაუსწორდნენ იმ პროტესტის ფარგლებში, რასაც საქართველოს მოქალაქეები თვითორგანიზებულად მართავენ, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ამ მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულებას. ამ მოთხოვნების შესრულება ივანიშვილს მაინც მოუწევს, თუმცა აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, მათი ინტერესების დაცვა და ქვეყნის დაბრუნება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური პროცესების დამშვიდება და ნორმალიზაცია რაც შეიძლება მოკლე დროში, ამიტომ მივიჩნიეთ მნიშვნელოვნად ამ ორი მოთხოვნის გაჟღერება მომხდარიყო უფრო ფორმალიზებულად ოპოზიციის მხრიდან იმ ფორმატში, რომელიც დღეს შედგა, ” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას განცახდების ამ ტექსტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.