ძლიერი აფეთქება მოხდა ჩინეთში – თხევადი გაზის გაჟონვას ქალაქ ინჩუანის ერთ-ერთ რესტორანში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 31 ადამიანი. არიან დაშავებულები, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარს გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტი. სი ძინპინმა ქვეყანაში უსაფრთხოების ზედამხედველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გაზის გაჟონვის გამო, აფეთქებები ჩინეთში საკმაოდ ხშირად ხდება.
წყარო: რუსთავი2