დღეს, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილი 2,30 ლარი ღირს. გუშინდელთან შედარებით, ფასი 10 თეთრით გაზარდეს.
დილაადრიან, სხვადასხვა სოფლების ავტობუსებიდან, თხილით სავსე ტომრებით ხელში, სოფლის ქალები მიმღები პუნქტებისკენ მიიჩქარიან.
_4 ათასი კვ.მ ფართობზე მაქვს თხილი, ღობე დაგვიზიანდა. არაა ადვილი შემოსაღობი, ისეთი ძვირია მავთულბადე, სარები…ღორებს ძლივს გამოვართვი პირიდან…შემოსეული არიან და აქ 10 თეთრით გაზარდეს ფასი… ჩემი სათხილის ღორები სჯობს ამათ, კი მაინც ვიცი, შემოდის და ჭამს. ესენი კიდევ გვატყუებენ, უკვე მერამდენე წელია. საშველი არ დაადგა, რომ გარკვეულიყო თხილის ამბავი, – ბუზღუნებდა ერთი ქალბატონი, რომელმაც თხილიანი ტომარა ძლივს მიიტანა მიმღებ პუნქტამდე.
ავტორი