დღეს, დილიდან, ოზურგეთში, როგორც მიმრებ პუნქტებშ გვეუბნებიან, ერთ კილოგრამ თხილს 4,15 ლარად იბარებენ. ზოგან 4,10 ლარი ღირს.
აღნიშნული ფასი, გუშინ, შუადღისას იყო. როგორც ამბობენ, საღამოს კვლავ 4 ლარად იბარებდნენ ერთ კილოგრამს.
_ ერთი კილოგრამი 4,15 ლარი ღირს. თუმცა, ყველა არ იბარებს ამ ფასად _ ზოგან 5 თეთრით ნაკლებია.
ახლოვდება ქარხნების მუშაობის დაწყების დრო და დაიწყეს “თამაში“. არჩევნები რომ მოდის, ცოტა დაფიქრდნენ.
გუშინ ტელევიზორს ვუყურე _ კაჭრეთში ზეთი და მაკარონი დაურიგეს ხალხს. ამათ დარიგებას ხო არ ვთხოვთ, ჩვენს საკუთარ პროდუქციაში გადაგვიხადონ წესიერი ფასი, _ თქვეს გურია ნიუსთან“ ოლეგ შავიშვილმა და თანმხლებმა მეზობლებმა, რომლებმაც თხილი ჩააბარეს.
ვარაუდობენ, რომ დღის განმავლობაში ფასი კვლავ მოიმატებს.
[sexy_author_bio]