დღეს, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი თხილი 2,80 ლარი ღირს.
_იმედია, ხვალ სამი ლარი იქნება. დიძრა ფასი, როგორც იქნა. ესეც რა არის, მაგრამ კატეგორიულად რომ საუბრობდნენ, ერთი კილოგრამის ფასი 2 ლარს არ ასცდებაო, მთლად სიმართლე არ გამოდგა. ისე, ფერიცვალობა და მარიამობა რომ მოახლოვდება, უცებ დააგდებენ ფასს. რა დრო იყო, თხილი რომ შემოვიდოდა ვფრინავდით…ახლა კიდე, სხვა რა გზაა, თორემ დიდად არც ჩაბარება გვიხარია. ხანდხან შაქარს მაინც ვიყიდით და პურს ეგაა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სოფელ მერიის მცხოვრებმა ნორა ვასაძემ.
ჯერ თხილის გულის შესამოწმებლად გატეხვის პროცესი არ დაწყებულა.
_ალბათ, თვის ბოლოს დაიწყება გულის შემოწმება. ქარხნები როცა აქტიურად იქნება ამუშავებული, – ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში.
ავტორი