წალენჯიხაში, თონის ერთ-ერთ ოთახში, აფეთქება მოხდა.
“წალენჯიხის ცენტრში, თონის ერთ-ერთ ოთახში, გაზის ბალონი აფეთქდა. მომხდარის შედეგად მცხობელმა დამწვრობა მიიღო და ზუგდიდმა არ მიიღო და ქუთაისში გადაამისამართა… როგორც წესი, რეანიმობილმა დააგვიანა. არ გვივარგა ჯანდაცვა… ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის მინისტრს რეანიმობილის საჭიროებაზე, თუმცა მან განაცხადა, რომ “არ არის საჭიროო”. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაახლოებით, ექვსი ფატალური შემთხვევა მოხდა, რადგან რეანიმობილმა დააგვიანა”,-ამბობს “გურია ნიუსთან” მერის მოადგილე თამარ ბელქანია.