ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი.
ყველა გადასარჩენ ბავშვს, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება.
თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
ინფორმაციას რიჟვაძის დაჭრის შესახებ შსს ავრცელებს და ამობობს, რომ საქმე აღძრულია თვუთმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
უწყების ცნობით, რიჟვაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნება.
“2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული” _ ნათქვამია განცხადებაში
ამიტომ იცოცხლოს ამ კაცმა და რომ გადარჩება მოყვეს, რა ჯოჯოხეთს ატარებენ ქოცები და კერძოდ სუსი._ წერს ნანუკა ორჟოლიანი.
ინფორმაციისთვის, თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.ექიმების შეფასებით, რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.



































































