https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თორნტონი: დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა

11:02; 10.03.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ამერიკის ხმა” მაკკეინის ისნტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორთან, ლორა თორნტონთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში საუბარი შეეხება საქართველოს პარლამენტი კანონში ცვლილებებსა და ახალ საკანონმდებლო ინციატივებს, რომლებსაც კენჭს “ოცნება” სწრაფად უყრის.

_ როგორც იცით გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე ცვლილებასა და ინიციატივას უყარა კენჭი. მათ შორისაა “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის” აქტი. მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია შიშობს, რომ მთავრობა ამას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს და მის ხელში კიდევ ერთ იარაღად იქცევა, მთავრობა ამბობს, რომ ეს ამერიკული “ფარას” სიტყვა-სიტყვით თარგმანია. ამბობენ, რომ თუ ამერიკელ ხალხს აქვს თავდაცვის უფლება, მაშინ ქართველებსაც უნდა ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა. რას იტყვით ამაზე?

_ მათ ეს ადრეც თქვეს, როცა უცხოური აგენტების კანონი შემოიღეს, რომ ის ამერიკულ “ფარას” ეფუძნებოდა. თუმცა, ეს რომ ასე არ იყო რამდენჯერმე უკვე ითქვა.

არის რამდენიმე რამ, რაც განსხვავებულია. უპირველეს ყოვლისა, საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რელიგიური საქმიანობისთვის გამონაკლისები და ა.შ. მაგრამ რაც მთავარია, “ფარა” შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში. ის შეიქმნა იმისთვის, რომ თვალ-ყური გვედევნებინა და თავიდან აგვეცილებინა ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ ჩვენს დემოკრატიასა და ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რათა მათი ქმედებების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო და გვცოდნოდა ვინ იყო მოწინააღმდეგის აგენტი. ის არ გამოიყენებოდა ჩვენი მოკავშირეების, ან მოკავშირე ორგანიზაციების წარმომადგენლების დასასჯელად.

ასე რომ, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ ტერმინებით საუბრობს, დე ფაქტოდ ამბობს, რომ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ძირითადად ევროკავშირის, და ნატოს ქვეყნებია, როგორიცაა შეერთებული შტატები- ისინი რაღაცნაირად [საქართველოს] მოწინააღმდეგეები არიან, რომ ისინი უცხო მთავრობის ინტერესებს ატარებენ.

კარგად ვიცით რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, ან დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება არ ემსახურება უცხო ხელისუფლების ინტერესებს, ის რომელიმე კონკრეტული მთავრობის ინტერესებს არ ემსახურება.

ის მხარს უჭერს დემოკრატიასა და სწორ მმართველობას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, განათლებასა და სხვა მსგავს სფეროებს. ასე რომ ეს უკვე “ქართული ოცნების” მხრიდან ხშირად გამოყენებული, მოძველებული ნარტივია.

_ კიდევ ერთი, რასაც საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებაა. საინტერესო აქ ისაა, რომ რაც სამშობლოს ღალატად შეიძლება ჩაითვალოს, ის მუხლები უკვე ისედაც დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა საქართველოს მთავრობას, რომ ეს კონკრეტული მუხლი დაებრუნებინა?

_ შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, თუმცა, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ანტიდემოკრატიული მთავრობები, [საქართველოს ხელისუფლებასაც] სურს რაც შეიძლება მეტი კანონი იყოს მათ ხელში, რომლებიც თავიანთი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ შეუძლიათ გამოიყენონ. როდესაც ისინი “უცხოეთის აგგენტების” კანონის წარდგენაზე მუშაობდნენ, მაშინაც კი ჰქონდათ სხვა იურიდიული შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაესაჯათ მაგალითად საგადასახადო კანონმდებლობით და ა.შ

თუმცა, ღალატი საკმაოდ მოსახერხებელი ტერმინია ბევრი [ბრალდების] გასაერთიანებლად. სხვა ქვეყნებშიც გვინახავს ეს- მსგავსი კანონმდებლობები ზედაპირზე ოპოზიციის, ან მთავრობის მოწინააღმდეგეების ჩასახშობად ამოდიოდა ხოლმე. იმის გამო, რომ ღალატის განმარტება შეიძლება ძალიან რთული იყოს, ხშირად ასეთი კანონმდებლობები საკმარისად ბუნდოვანია, რომ მთავრობებს საშუალება მისცეს ის სადამსჯელოდ გამოიყენოს კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე.

ძალიან ნათელია, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს გააფართოვოს თავის ხელთ არსებული იურიდიული შესაძლებლობები, რომ დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წავიდეს.

_ თქვენ ახლა მედია ახსენეთ. კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ველით მედიის შესახებ კანონი იქნება. ეს კანონი არა მხოლოდ განსაზღვრავს რისი თქმა შეიძლება, ან არ შეიძლება მედიისთვის, არამედ მას უცხოეთიდან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ნებისმიერი ფორმით დაფინანსების მიღებასაც უკრძალავს. თვლით თუ არა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების კიდევ ერთი გზაა და როგორ გესახებათ ამ პირობებში მომავალი პერსპექტივა?

_ ამაზე ნამდვილად ძალიან ვღელავ და რა თქმა უნდა, ვეთანხები [რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას ზღუდავს]. ვფიქრობ, ნათელია, რომ ესაა თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. “ქართულმა ოცნებამ” ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით, არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბოსლუტურად ყველა შრე, საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით, მათ ხელშია.

[დემოკრატიის] ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა . ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა [რუსეთში], რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება.

ვფიქრობ დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებდნენ, ახლა გაქრა. ასე რომ, ვფიქრობ სამომავლოდ საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება არა მარტო კანონმდებლობა, რომელიც საგარეო დაფინანსებას კრძალავს, არამედ ისიც, რომ ქვეყანაში, რომელიც მდიდარი არაა, როგორ უნდა მივიდნენ [მედიები] ადგილობრივ დონორებთან, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება მოხდეს და ა.შ. ვფიქრობ ბევრ მედია საშუალებას და ჟურნალისტს დაფინანსების ადგილობრივად მონახვა მოუწევს და ეს საკმაოდ რთული იქნება.

_ მაშინ, როდესაც პარლამენტში ცვლილებებს განიხილავდნენ, ყოფილმა სახალხო დამცველმა და ახლანდელმა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს სოციალური ქსელების დარეგულირებაც. როდესაც სოციალური ქსელის კონტროლზე ფიქრობთ რომელი ქვეყნები გახსენდებათ და არის თუ არა ეს თქვენთვის მინიშება იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება ამ რეგულაციებში კიდევ უფრო შორს წავიდეს?

_ “ქართული ოცნებისთვის” სოციალური მედიის გაკონტროლება რთული იქნება. რა თქმა უნდა, ასეთი რამ გვინახავს სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთში. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უბრალოდ კონკრეტუილი საიტის დახურვა გამოსავალი არაა, ერთადერთი ეფექტური გზა აბსოლუტურად ყველაფრის დახურვა იქნებოდა.

თუმცა, ვფიქრობ ძალიან უცნაურია, რადგან ეს “ქართული ოცნების” ინტერესებში არ უნდა შედიოდეს- ისინი სოციალურ მედიას ძალიან ეფექტურად იყენებენ საკუთარი კამპანიის, საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად. მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ სცადონ [ინტერნეტ სივრცის] გაკონტორლება, მაგრამ არ მგონია ეს ეფექტიანი იყოს. ძალიან ეფექტიანი აკრძალვის შემთხვევაშიც, ნარატივები ვრცელდება. ევროკავშირში რუსული “რაშა თუდეი” აკრძალულია და მაგალითად საფრანგეთში მას ვერ უყურებენ, თუმცა ამას რუსული პროპაგანდის გავრცელება არ შეუწყვეტია, მან უბრალოდ ახალი გზები მონახა. თავისუფალი სიტყვის შეჩერების მიდგომა კი უფრო რთული რამაა და მათ ამის გაკეთება გაუჭირდებათ.

_ როგორც იცით, ბალტიის ქვეყნებმა გასულ კვირას ქართველ მაღლჩინოსნებს დამატებითი სანქციები დაუწესეს, არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა კიდევ მეტი სანქციაც მოდიოდეს ევროკავშირისგან. თუმცა, იტყოდით, რომ ეს სანქციები ეფექტიანია? ხელისუფლების ნარატივსა და ქმედებებში არაფერი შეცვლილა, ქუჩის პროტესტიც კვლავ გრძელდება და მისი მთვარი მიზნები: ხელახალი არჩევნები და პოლიპატიმრების გათავისუფლება, კვლავ მიუღწეველია.

_ დიახ, ჩვენ, ამერიკამ, სანქციები დავუწესეთ ივანიშვილს- საუბარია ფინანსურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვებზე და იგივე გააკეთა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამაც. თუმცა, მიჩნდება განცდა, რომ “ქართული ოცნება” საკმაოდ მყარად დგას. როგორც თქვენ თქვით, ჯერ არ გვინახავს, რომ ამ [სანქციებს] მათ გათვლებში რაიმე მნიშვნელოვნად შეეცვალა. შესაძლოა მეტმა ფინანსურმა საქნციამ იმოქმედოს, თუკი მეტი ევროპული ქვეყანა დათანხმდება ამას.

ბევრ ქვეყანაზეა მკაცრი სასანქციო რეჟიმები დაწესებული, მაგრამ ისინი ყოველთვის არ მუშაობს. მაგალითად, ვენესუელა. მინდა, რომ სანქციებმა იმუშაოს, მაგრამ ხანდახან მთავრობის განზრახვა ძალიან ძლიერია.

რაც შეეხება პროტესტს- ვფიქრობ, ახლა ჩიხში ვართ. მომიტინგეები ძალიან ძლიერები და მტკიცეები არიან, მაგრამ რეჟიმიც მტკიცე და გამძლეა. ცოტა ხნის წინ სტატიაც დავწერე იმაზე, რომ დიდი და წარმატებული პროტესტები ხანდახან ფოკუსირდება უფრო ფართო თემებზე და არა არჩევნებზე, ან სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. მათ ხშირად უწევთ ასე ვთქვათ ხიდის გადაკვეთა და უფრო ყოველდღიურ თემებზე ფოკუსირება, მაგალითად ეკონიმიკაზე, კორუფციაზე, რათა უფრო მასობრივი მხარდაჭერა მიიღონ. ვიცი, რომ ქართველმა მომიტინგეებმა ნამდვილად დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა, რათა მეტი ჩართულობა მიიღონ თბილისის გარეთ, საქართველოს სხვა ნაწილებში საპროტესტო მოძრაობაში და ეს მართლაც მნიშვნელოვანია.

ასევე ის, რაც სხვა ქვეყნებში გვინახავს და ეფექტიანი იყო რეჟიმზე ზეწოლისთვის, ესაა მასობრივი გაფიცვა, ქვეყნის ერთგვარად დახურვა- სამსახურში წასვლაზე უარის თქმა, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში. ვთქვათ, ავტობუსების მძღოლების, დამსუფთავებლების მიერ სამსახურში მისვლაზე უარის თქმა. თუმცა, ასეთი მასშტაბური, ნამდვილი ეროვნული გაფიცვის მობილიზება ძალიან რთულია, რადგან ამ დროს ამ ადამიანების ცხოვრება დევს სასწორზე და ამის გაწირვა ძალიან რთულია. დრო გვაჩვენებს, გადაიზრდება თუ არა საქართველოში პროტესტი უფრო ფართო საჯარო მოვლენად და შეიძლება ამის შემდეგ რეჟიმზე საკმარისი ზეწოლა მოხდეს, თუმცა ამის ახლა განჭვრეტა რთულია.

ლორა თორნტონი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

14:56; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმების შესახებ: პანდემიის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა

14:45; 20 თებერვალი, 2026

გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა

გახარია: თუ EU-ის უსაფრთხოება ჩვენზე ვერ გავავრცელეთ, გადახდილი ფასი წყალს გატანებული გამოდის

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო