ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გათოვდა. მერი, დავით შარაშიძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ სოფლებში თოვლის საფარი ზოგან 80 სანტიმეტრს, ხოლო ზოტში 1 მეტრამდე აღწევს.
ამ წუთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“ხევი- ნაბეღლავი-ბახმაროს მიმართულებით მდებარე სოფლებში გვაქვს დაახლოებით 80 სანტიმეტრამდე თოვლი. ცენტრალური გზა ეკუთვნის საავტომობილო გზების დეპარტამენტს და იწმინდება. პრაქტიკულად, უკვე გაწმენდილია. ჩხაკაურას ცენტრამდე გაიწმინდება მთლიანად დღის ბოლომდე. ზოტში თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს და მალე ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება იქაც”,_ ამბობს შარაშიძე და მოსახლეობას ბახმაროს მიმართლებით მგზავრობიდან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
“საზოგადოებას ვთხოვ, რომ ბახმაროსკენ ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან რამდენიმე ადგილზე მანქანებია ჩარჩენილი, რაც ხელს უშლის ბახმაროდან ბურანებით, თოვლმავლებით გადაადგილებას, ამიტომ ვთხოვთ, რომ შეიკავონ თავი”,_ ამბობს დავით შარაშიძე.
მერმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ავტორი