თოვლი, ქარბუქი, ლიპყინული გზებზე და ზვავსაშიშროება – საქართველოში უამინდობაა. განსაკუთრებით რთულია მეტეოროლოგიური პირობები მაღალმთიან რეგიონებში.
საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შროშა-არგვეთას მონაკვეთზე.
მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე.