დასავლეთ ნიუ-იორკი მიჩვეულია თოვლს, მაგრამ სინოპტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა ამ შაბათ-კვირას პოტენციურად ისტორიული ქარბუქი დაატყდეს თავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თოვლის საფარმა პარასკევს 60 სანტიმეტრს მიაღწია. ამ შაბათ-კვირას თოვას ისევ ელოდებიან, რის შედეგადაც თოვლის საფარმა შესაძლოა კიდევ 60 სანტიმეტრით მოიმატოს.