ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი მაღალია.
“გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ომარ ირემაძემ განუცხადა, რომ თოვლის საფარი 80 სანტიმეტრიდან მეტრამდეა.
“ამ დროისთვის, ტრაქტორით ვწმინდავთ გზას. მოსულ თოვლს სხვა პრობლემები არ შეუქმნია”,_ გვითხრა ირემაძემ.
“გურია ნიუსს” მერიაში განუცხადეს, რომ მოსულ თოვლს პრობლემები არ შეუქმნია. იწმინდება გზები. ახლა არის ზოტი და ზემო სურები დარჩენილი და დღის მეორე ნახევარში დასრულდება გზების გაწმენდა.
ინფორმაციისთვის, გურიაში გუშინ დროგამოშვებით თოვდა. თოვლს პროგნოზირებენ უახლოესი დღეების განმავლობაშიც.
ავტორი