თითქმის ერთი კვირაა თოვს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.
შექმნა თუ არა უხვმა ნალექმა პრობლემები? _ კითხვით მუნიციპალიტეტის მერეს დავით შარაშიძეს მივმართეთ.
_ თოვლის საფარმა მაღალმთიან სოფლებში (ჩხაკოურა, ზოტი, ქვაბღა) ერთ მეტრს გადააჭარბა, ელექტროენერგია არ შეზღუდულა. რაც შეეხება გზის გაწმენდას, ტექნიკა დილიდან მუშაობს. ამ ეტაპისთვის ცენტრალური გზების გაწმენდდა მიმდინარეობს, როგორც კი დასრულდება, საღამოსკენ ალბათ, გადავალთ სოფლების შიდა გზების გაწმენდაზე”, _ გვითხრა დავით შარაშიძემ.