„ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე…
მე სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატავად… თქვენ „არანორმალური“ ადამიანები ხართ, ეს სასწაული რომ გააკეთეთ. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ…“ – წერს სოციალურ ქსელში დათო ევგენიძის მეუღლე ნინო ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის კლინიკაში გუშინ, 24 აპრილს მუსიკოს დათო ევგენიძეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. მისი დონორი მომღერალი გიორგი მახარაშვილია.